საიდან წამოვიდა ათეიზმი? – ევროპიდან. ფაშიზმი? – ევროპიდან, მსოფლიო ომები? – ევროპიდან. რომელ ევროპულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ ჩვენ? ამიხსენით, რას გულისხმობენ?
უკაცრავად, გარყვნილებას, რომელიც დღეს ევროპაში დაკანონებულია? ამ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ? ჩვენ ულტიმატუმს გვიყენებენ, რომ თქვენ თუ არ მიიღებთ, ევროპაში არ მიგიღებთო.
ამ ულტიმატუმს არ უყენებენ ჩინეთს, ინდოეთს, იაპონიას…რატომ? – დიდი ქვეყნებია, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ცოტანი ვართ და შეიძლება ჩვენ დაგვჩაგრო? და უარი გვათქმევინო ჩვენს განვლილ ორი ათასწლოვან გზაზე? ამას დემოკრატია ჰქვია ხომ? თუ დემოკრატია შეწყნარებაა განსხვავებული აზრისა, მაშ, შემიწყნარე მე, განსხვავებული აზრი მაქვს. არა, ჩემი შეწყნარება არ შეიძლება, შენი უნდა შევიწყნარო – ესაა დემოკრატია? დემოკრატიის სამშობლოდ ითვლება საბერძნეთი, ათენი… რომელ ევროპულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ, სოკრატეს, ალკიბიადეს თუ ვისი?!”- აღნიშნულის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ 1 ივნისს ქადაგებაში განაცხადა.