სროლა ეკლესიაში, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, აიოვას შტატის ერთ ერთ ქალაქში თავდამსხმელმა 2 ქალი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
თავდასხმის მოტივი უცნობია, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ბოლო 1 კვირის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა შეიარაღებული პირი ადამიანებს პირდაპირ ცეცხლა უხსნის. თავდაპირველად ეს მოხდა სასწავლო დაწესებულებაში, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრში.