პაპუაშვილი – დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის თვალით უყუროს საქართველოს

შალვა პაპუაშვილი – დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს, უკრაინასა თუ მოლდოვას, დღეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო.

დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს, უკრაინასა თუ მოლდოვას, დღეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა თავად გახსნა შესაძლებლობა და დააჩქარა პროცესი, რითაც სამივე ქვეყანას, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ანიშნა, რომ მზად არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის.

„რაც შეეხება ევროინტეგრაციის პროცესს და სწორი ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი მიჰყავს საქართველოს მთავრობას, პარლამენტს. სწორედ მთავრობისა და „ქართული ოცნების“ პირობებში შესაძლებელი გახდა პროგრესი. პროგრესი, რადგან 2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, რომელსაც გარწმუნებთ, რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება, კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდებოდა. ამის შემდეგ, სწორად გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველომ მიიღო უვიზო რეჟიმი შენგენის ქვეყნებში და ჩვენ ახლა ვართ სწორედ იმ გადაწყვეტილების წინაშე, როდესაც ველოდებით კანდიდატის სტატუსის დადასტურებას. იცით, რომ „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა 2024 წელს განაცხადის შეტანის გეგმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და ამას მაშინ ირონიით უყურებდა ყველა, მთელი პოლიტიკური ლანდშაფტი, რომ საქართველო, ამ შემთხვევაში, მმართველი გუნდი აცხადებდა პრეტენზიას, რომ 2024 წელს გააკეთებდა განაცხადს კანდიდატობაზე. დღეს ახლა ყველა სხვა, რომლებიც ირონიითა და სკეპტიკურად უყურებდნენ ამ პროცესს, გვევლინებიან ისე, თითქოს მთავარი წამყვანები არიან ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით.

რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას ამ კუთხით. ვფიქრობ, დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უყუროს საქართველოს, უკრაინას, თუ მოლდოვას. დღეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მომენტი. ევროკავშირმა თავად გახსნა ეს შესაძლებლობა, როდესაც გავაკეთეთ განაცხადი. თავად დააჩქარა პროცესი, კითხვარის შედგენას როდესაც სჭირდება თვეები, რამდენიმე კვირაში შეადგინა. ჩვენც პასუხები მოგვთხოვა არა ერთ წელიწადში, არამედ ერთ თვეში. ამით ჩვენ მოგვცა სამივე ქვეყანას, რომ მზად არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის. ახლა დრო არის, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უყუროს საქართველოს. ეს არის ახლა მნიშვნელოვანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წყარო: accentnews.ge