ის, რომ რუსეთს ჯერ კიდევ არ წაუგია უკრაინის წინააღმდეგ ომი 100 დღის განმავლობაში, ნაწილობრივ მის გამარჯვებად შეიძლება მივიჩნიოთ. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის მეთაურმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
„უკრაინის დიდების ასი დღე არის ამავდროულად დიდი გაურკვევლობის ასი დღე. ყოველდღე უკრაინელებმა უნდა დაუსვან საკუთარ თავს კითხვა, შეუძლიათ თუ არა მათ რეალურად დაეყრდნონ თავისუფალ და დემოკრატიულ ევროპას“, – განაცხადა მორავეცკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის 100 დღის განმავლობაში ბევრი სიმბოლური ჟესტი იყო და ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი ეწვია კიევს.
„თუმცა, ომი გრძელდება. თუნდაც უკრაინამ შეინარჩუნოს კიევი და ხარკოვი და ხელი შეუშალოს პუტინს თავისი სტრატეგიული მიზნების მიღწევაში, რუსეთი არ შეიძლება ჩაითვალოს დამარცხებულად. ამავდროულად, ის ფაქტი, რომ რუსეთს ჯერ არ წაუგია, უნდა ჩაითვალოს მის ნაწილობრივ გამარჯვებად“, – განაცხადა პოლშის ანუ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.