გიორგი ოჩიგავა აქვეყნებს პოსტს, რომელსაც გულგრილად ვერ წაიკითხავთ. წერს 16 წლის ბიჭზე, რომელიც გუშინ ავტობუსში ცუდად გახდა.
,,გუშინ საღამოს მეგობართან საზოგადოებრივი ტრასპორტით მივდიოდი. როგორც კი დაიძრა, ბიჭს ცხვირიდან სისხლი ჩანჩქერივით წასკდა, სისხლდენა არ წყდებოდა. უცებ დაეცა, შემდეგ კი გონება დაკარგა.
ავტობუსი გაჩერდა, ხალხი მისცვივდა 16 წლის ბიჭს. არ ვიცი, როგორ მეყო ძალა, რომ პირველყოვლისა ადამიანები, რომლებიც ბიჭს თავზე ედგნენ, წამებში დამეშალა, კართან ბიჭი გამოგვეწია.
როცა მივედი ახლოს, ვიღაც ქალს მისი თავი ხელებში ეჭირა, ვიღაც ბიჭი კი ცხვირიდან სისხლს აცილებდა. აშკარა იყო, წაქცევის შემდეგ სისხლი ცხვირიდან ვეღარ გადმოვიდოდა და მალე ბიჭი სისხლში დაიხრჩობოდა. სასწრაფოდ ოდნავ გადმოვატრიალეთ, მე ცივი წყლით ხელები დავისველე და საფეთქლებზე დაუწყე ხელების მოძრაობა, რამაც ცოტა აზრზე მოიყვანა.
,,თვალებში სითეთრეა, ვერაფერს ვხედავ” – გაიძახოდა 16 წლის ბიჭი. 30 მგზავრიდან თითქმის 15-მა დაურეკა სასწრაფოს.
დაახლოებით 1 საათის შემდეგ პოლიცია მოვიდა, იქვე ჩაირა ავტობუსი გაჩერებული რომ შენიშნა, დაინტერესდა და ვიღაც გაბღენძილი, რამდენიმე დღის წინ პროფესიული დღე რომ აღნიშნა, უტეხად მოგვვარდა. ,,აქ რა ხდება?!” – მხოლოდ ეს იკითხა. დაინახა ბავშვი – ან რა სჭირს, რა დაემართა, ან სასწრაფოს თუ გამოუძახეთ – მსგავსი არაფერი უთქვამს. პირდაპირ მოსთხოვა სახელი და გვარი და პირადობის მოწმობა. ბავშვს მხოლოდ სასკოლო ბარათი აღმოაჩნდა. გამოგლიჯა და ბაზაში დაიწყო გადამომწება.
საათნახევრის შემდეგ კი პოლიციის და ავტობუსში მყოფი ხალხის დაჟინებული ზარების შემდეგ სასწრაფოც გამოჩნდა.
ამასობაში ბავშვმა გონება 4-ჯერ დაკარგა და ცხვირიდან ოდნავი სისხლდენაც ჰქონდა. პირველადი დახმარება გაწეული იყო, 2-საათაინი ლოდინის შემდეგ აღმოჩნდა რომ არც ერთ მგზავრს ავტობუსი არ დაუტოვებია და იქ მდგომები ბავშვის ჯანმრთელობაზე დარდობდნენ. 3 ადამიანის მიერ გაწეულმა დახმარებამ ბავშვი გადაარჩინა.
პოლიციას პირდაპირ ვუთხარი, რომ უტაქტოები იყვნენ. რამაც დაძაბულობა გამოიწვია, შემდეგ სხვებიც ჩაერთნენ,რადგან შიში გაჩნდა, რომ პოლიცია წამიყვანდა.
ხალხნო, ამ დაქანცულ, ნაჯაფარ, სამსახურიდან წამოსულ ადამიანებს ფეხი არ გაუდგამთ, სხვა ავტობუსში არ გადამჯდარან, სანამ ბავშვი არ მოძლიერდა.
აღმოვაჩინე, რომ ადამიანებს გვერდით დგომის ნიჭი ისევ აქვთ, ამ გაციებულ და ბოროტ სამყაროში 16 წლის ვაკომ შეძლო,ასე ყველას ერთად გამოეხატა მისდამი გულწრფელი დახმარება.
გაოგნებული ვიყავი მძღოლით, რომელიც ბავშვს გვერდიდან არ მოსცილებია, ქალით, რომელსაც ბავშვის თავი ხელში ეჭირა, ბიჭით, რომელიც სისხლიან ,,სალფეთქებს” სწრაფ-სწრაფად აცილებდა ცხვირიდან. საკუთარი თავით, რომელმაც შევძელი, ბოლომდე მის გვერდით ვმდგარიყავი.
პოსტს შექებისთვის არ ვწერ, ვწერ იმიტომ, რომ ჯანდაცვა გაუმართავია, პრობლემა აქვს, პოლიცია ადამიანების დახმარებაზე არაა ორიენტირებული, დღეს პოლიცია დაშინებაზე დგას…
მადლობა ყველას, ვინც იქ იყო, თქვენ დამიბრუნეთ განცდა, რომ ისევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიკეთის კეთება შეუძლიათ”, – წერს გიორგი ოჩიგავა.