100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
„100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი აგრესია დაიწყო. 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ აჩვენა, რომ მას შეუძლია დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა. 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ და ცივილიზებულმა სამყარომ გამოავლინა ერთიანობა ამ გამოწვევის წინაშე“, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა Twitter-ზე.
მაშ, ხომ არ გაგვეხსნა რუსეთისთვის მეორე ფრონტი? იქნებ ჩვენც ვამარცხებთ რუსეთს, რომელიც დაუმარცხებელი გვეგონა?! – ისმის რიტორიკული კითხვა.