თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩი დაიბარეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩი დაიბარეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩი დაიბარეს.

როგორც სააგენტო თურქული სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ელჩი უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც საბერძნეთის ხელისუფლებამ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებს ათენში თურქეთის საელჩოსთან დემონსტრაციის გამართვის ნებართვა მისცა.

„ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განაცხადა მას შემდეგ რაც ანკარამ საბერძნეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა.

ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა, საბერძნეთმა და თურქეთმა სადავო საკითხების დასარეგულირებლად მოლაპარაკებები ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გასულ წელს განაახლეს.

თურქეთსა და საბერძნეთს რამდენიმე საკითხზე აქვთ უთანხმოება, მათ შორის საზღვაო საზღვრების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფის ფარგლები და კვიპროსის საკითხი.

წყარო: 1tv.ge