დიდ ბრიტანეთში 4-დღიან სამუშაო კვირას დატესტავენ. ქვეყანაში ექსპერიმენტი ტარდება, რომელშიც დაახლოებით 70 კომპანიაა ჩართული. ათასობით ადამიანს სამუშაო საათები 20%-ით შეუმცირდება, თუმცა, ეს ხელფასებზე არ აისახება.
ინფორმაციას BBC ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი საპილოტე სქემაა, რომლის ხანგრძლივობაც 6 თვით განისაზღვრა. ექსპერიმენტს ოქსფორდის, კემბრიჯის უნივერსიტეტების აკადემიკოსები და ბოსტონის კოლეჯის ექსპერტები ატარებენ. ექსპერიმენტის მიზანი მშრომელთა პროდუქტიულობის გაზრდაა.
„ამას ვაკეთებთ, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი პერსონალის ცხოვრება და მსოფლიოს პროგრესული ცვლილების ნაწილი ვიყოთ“, – ამბობს ექსპერიმენტში ჩართული ერთ-ერთი კომპანიის – Pressure Drop Brewery-ის წარმომადგენელი.