ქართული ოცნების დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, ნინო ლომჯარიას დღევანდელ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს:
“სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ასეთი მიდგომები არსებობს. მითუმეტეს, ომბუდსმენს ალბათ ყველაზე მეტად მოეთხოვება, რომ დაბალანსებული და სამართლიანი განცხადებები გააკეთოს თავისი მანდატის ფარგლებში. გვარამიასთან დაკავშირებით საქმე გვაქვს იმასთან, რომ არსებობს გამოძიებით დადასტურებული ფაქტები, რომელიც სასამართლომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა გვარამიამ კანონი დაარღვია. სინამდვილეში ის არა თავისუფალი ჟურნალისტი, არა თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული ნაციონალური მოძრაობის დამნაშავე ლიდერია.”