რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკრაინაში სპეცოპერაციის დროს სვიატოგორსკის სრული განთავისუფლების შესახებ განაცხადა. მან განმარტა, რომ დონბასის რესპუბლიკების მნიშვნელოვანი ნაწილი განთავისუფლდა მდინარე სევერსკი დონეცის მარცხენა სანაპიროზე.
გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებს შორის არის ასევე კრასნი ლიმანი 20 ათასი მოსახლეობით და 15 სხვა დასახლება, მათ შორის – კიროვსკი, დრობიშევო, სტუდენოკი, იაროვაია და იამპოლი.
სვიატოგორსკს 2003 წლამდე სლავიანოგორსკი ერქვა. აქ, მდინარე სევერსკი დონეცის მაღალ ნაპირზე არის მიძინების მონასტერი, რომელსაც ლავრის სტატუსი აქვს. ქალაქი მდებარეობს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთით, ხარკოვის რეგიონში, იზიუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 40 კილომეტრში. თითქმის 46000-იანი იზიუმი ასევე რუსეთის არმიის ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშაა.
რუსებმა სვიატოგორსკში კონტროლი მდინარის მეორე ნაპირზე მდებარე მონასტერზეც დაამყარეს. ძალზე დადებითი ინფორმაციაა, რომ შესანიშნავი მონასტერი, წინა დღეებში გაჩენილი ხანძრის მიუხედავად, როგორც ჩანს, სრულად გადარჩა და თავისი ძველი მშვენიერებით განაგრძობს არსებობას.