ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი აცხადებს, რომ საქართველოს მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესებას, ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაზე მისი “დესტრუქციული როლიდან გამომდინარე”. ამის შესახებ ლექსმანმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას ისაუბრა.
ამიტომ, მე მოვუწოდებ ქართველ თანამდებობის პირებს, რომ გამოიყენონ საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვის და მედიის თავისუფლებას, რომ გააგრძელონ რეფორმები თავისუფალი სასამართლოს მიმართულებით, შეაჩერონ პოლიტიკური პოლარიზაცია და შეაჩერონ დემოკრატიული უკუსვლა.
მე ასევე მჯერა, რომ საქართველოს ევროპული გზის მხარდამჭერისთვის მნიშვნელოვანია მიზნობრივი სანქციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, მისი დესტრუქციული როლისთვის საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაზე”, – თქვა ლექსმანმა.
მისი თქმით, როგორც ქართველი ხალხის მეგობრები, მშვიდად არ უყურებენ, თუ როგორ სუსტდება საქართველოში მედიის თავისუფლება და როგორ მცირდება დემოკრატიის ხარისხი:
“ეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ”, – განაცხადა მან.