პარლამენტში, ჯუანშერ ბურჭულაძე “მინისტრის საათის” ფორმატში მიდის. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, დეპუტატებს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მოხსენებას წარუდგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ძირითადი კითხვები უკრაინაში რუსეთის ქმედებების ფონზე, საჭიროების შემთხვევაში, საქართვლოს თავდაცვის ძალების მზადყოფნას ეხება, საუბარი შეეხება სავალდებულო ჯარის რეფორმასაც.
მმართველი გუნდი კი, ყურადღების გამახვილებას ნატოსთან დაკავშირებით არსებულ გეგმებსა და საქართველო – ამერიკის ურთიერთობაზე აპირებს.