პატივცემულო საზოგადოებავ!
სურვილი მაქვს ევროპარლამენტს წერილით მივმართო ჩვეულებრივმა საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ისე აზროვნებს და ცხოვრობს როგორც უმეტესი ამ ქვეყნის წარმომადგენელი სავარაუდოდ 70%.
პატივცემულო ევროპარლამენტის დეპუტატებო რომ მოგვიწოდებთ შეცვალეთ მთავრობა და ევროპარლამენტის წევრობის კანდიდატები გახდებითო ერთი უნებლიე შეკითხვა დამებადა,გეთანხმებით იმაში რომ ეს ქვეყანა კი არა ერთი პიროვნების ხუშტურებზე აგებული დაჩმორებული გეოგრაფიააა, მაგრამ მთავრობის გადაყენების რა მეთოდებს გულისხმობთ ძვირფასო დემოკრატიის მწვერვალებზე მყოფო ევროპარლამენტარებო?
მეორე შეკითხვაა ნეტაი თქვენთვის მისაღები როგორი მენტალობის მთავრობა გსურთ რომ იყოს საქართველოში და მათ ,,ნამესტნიკებად” დანიშვნას აპირებთ თუ არჩევნებს აქვს კიდევ რაიმე კანონიერება!
საკუთარი კეთილდღეობიდან გამომდინარე იქნება მცირე ჯგუფი რომელსაც ალბათ არ აწყობს ბიძინას ეგრე ,,გაფარჩაკება” (მართლაც აქვს ბევრი სიკეთე გაკეთებული}მაგრამ ვინ მიიყვანა კატასტროფამდე ეს სიტუაცია თუ არა ფილოსოფიურმა და საკუთარი გარემოცვის გამოძღომის ცხოვრების წესმა.
ვინც გინდა მიმტკიცოს იმ თეორიით რაზეც დღეს ოცნება დგას, ,,აბა ვინ ნაცები?” იგივე კითხვას ვუსვამ მეც ,,აბა ვინ გადამძღარი და ქლესა ოცნება” რომელიც ბიძინას დამხობის შემთხვევაში წამებში დაიშლება?
გაიღვიძეთ ხალხო!
ვისაც ნამდვილად ეკუთვნის ქვეყანა ანუ ხალხს გაბუტული ხართ ცხოვრებაზე და მლიქვნელების და უღირსი მასის მუცლის ამოყორვას უყურებთ ვერა ხვდებით რომ ბოღმისაგან და უმოქმედობისაგან თქვენც ბოროტდებით!
ნება თქვენია არავითარი ბიძინა და მიშა, ერთ მუშტად შეკრული პატრიოტი პროფესიონალი და ღირსეული საზოგადოება!
აუცილებლად უნდა მოხდეს დაუსაბუთებელი ქონების ნაციონალიზაცია!
გია კორკოტაშვილი; სოციალური ქსელი