ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისში ჩამოსვლიდან მალევე ავტოავარიაში მოყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი ავრცელებს.
ორგანიზაციის თმით, აეროპორტიდან სასტუმრომდე მიმავალ გზაზე პირველი ავტობუსის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და მეორე, უკან მომავალი ავტობუსი დაეჯახა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შეჯახების შედეგად დაშავდა ბულგარელი ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დეტალური გამოკვლევები უტარდება.
გუნდის სხვა წევრები და პერსონალი ოფიციალური განცხადების მიხედვით, თავს კარგად გრძნობენ.
“ერთა ლიგის” ფარგლებში მორიგი შეხვედრა საქართველოსა ბულგარეთის ნაკრებებს შორის 12 ივნისაა დაგეგმილი.
მომხდარზე დამატებითი დეტალების გარკვევის შემდეგ სტატია განახლდება.