რუსეთის მიერ დაკავებულ უკრაინის ხერსონის ოლქში რუსულ პასპორტებს არიგებენ. „ინტერფაქსის“ ცნობით, პასპორტები 25-მა ადამიანმა მიიღო.
„დღეს პასპორტები იმ ადამიანებმა მიიღეს, რომლებმაც რუსული მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი შეიტანეს“ – განუცხადეს სააგენტოს ხერსონის ადმინისტრაციაში.
ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსული პასპორტების დარიგება გამარტივებული სისტემით ხორციელდება. შესაბამის ბრძანებულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი.