ვრცელდება მძიმე საარტილერიო შეიარაღებებით დატვირთული სატრანსპორტო მატარებლის ვიდეო. “ბილდის” ინფორმაციით, ეს არის ირკუტსკიდან წამოსული თვითმავალი საარტილერიო მოწყობილობები, რომლითაც რუსეთი შეტევის გაძლიერებას აპირებს ლუგანსკის ოლქში. “რუსულ მატარებელს სიკვდილი მოაქვს” – ნათქვამია სარედაქციო აუდიოჩანაწერში.
ტაბლოიდის ამ კომენტარმა გერმანელი მაყურებლები გაახალისა: “რაო, ამ მატარებელს სიკვდილი მოაქვს? მე მეგონა, რომ მძიმე შეიარაღებებს მშვიდობა მოაქვთ. ახლა ნამდვილად დავიბენი” – წერს ერთი მათგანი, მეორემ კი დასძინა: “რა თქმა უნდა, ნატოს მიერ მოწოდებული იარაღი სულ სხვაა – დემოკრატიული და მშვიდობიანი”…
ვიდეოზე მართლაც ნათლად ჩანს ათეულობით Гиацинт-ები, სამხედრო მანქანები და რამდენიმე ТОС-ი: