“მასტერშეფის” მეშვიდე სეზონის ფინალისტები ცნობილია.
საქართველოს პირველი არხის კულინარიული მეგაშოუს, “მასტერშეფის” მეშვიდე სეზონის სამი ფინალისტი ცნობილია. ქვეყნის საუკეთესო მზარეულის ტიტულის მოსაპოვებლად მარიამ ბართია, თამარ ბექაური და სანდრა კორენევიჩი იბრძოლებენ.
პროექტის ფინალისტები დღევანდელ ნახევარფინალურ შოუში გამოვლინდნენ.
“მასტერშეფის” მეშვიდე სეზონის ფინალი 19 ივნისს გაიმართება. მეგაპროექტის რჩეული მზარეული სამი ფინალისტიდან გამოვლინდება.
ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი ლიცენზირებული საერთაშორისო კულინარიული მეგაშოუს, “მასტერშეფის” მეშვიდე სეზონი საქართველოს პირველ არხზე 17 აპრილს დაიწყო.
წყარო: accentnews.ge