კელი დეგნანი – მინდა, ვიხილო ქართველები, რომლებიც მისდევენ თავიანთ მოდელს “ძალა ერთობაშია”

კელი დეგნანი – მინდა, ვიხილო ქართველები, რომლებიც მისდევენ თავიანთ მოდელს “ძალა ერთობაშია”, ეს არის ის, რაც ახლა საჭიროა.

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, არ იცის საქართველოში არც ერთი ადამიანი, ვისაც სურს, ქვეყანა ომის ნაწილი იყოს.

დეგნანის თქმით, ახლა საჭიროა არა ქართველებს შორის ბრძოლა, არამედ გაერთიანება.

– “აშშ-მა კარგად იცის, რა გამოიარეს ქართველებმა და რას გრძნობენ იმასთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში ხდება. უკრაინის მხარდასაჭერად გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება ძალიან კარგი დემონსტრირებაა, რას გრძნობენ ქართველები ამ ბრძოლაში. რაც დანამდვილებით საჭიროა, არის არა ეს ბრძოლა ქართველებს შორის, ქართველები უნდა გაერთიანდნენ. ეს არის საკითხი, სადაც ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება გვერდით გადადებს მათ უთანხმოებას და გაერთიანდებიან ამ ქვეყნის მომავლის ინტერესებისთვის, ამ ქვეყნის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. ეს არის ის, რაც ახლა საჭიროა, ერთიანობა და არა ბრძოლა. მინდა, ვიხილო ქართველები, რომლებიც მისდევენ თავიანთ მოდელს – “ძალა ერთობაშია”. ეს არის ის, რაც ახლა საჭიროა” – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

წყარო: newposts.ge