“რას მიქვია შიში! სრულად დაგვამობილიზეს…ამაზე კარგს ვერაფერს იზამდა “ოცნება” 20 ივნისს აქციის წინ” – გრიგოლია

“გუშინ ვსაუბრობდით რამდენიმე ადამიანი, რომ ყველა ამბავში არის პოზიტივი, თუნდაც პატარა დოზით ,უბრალოდ, უნდა აღმოაჩინო.

ხოდა, ,,გორბის” კვლევებით და ,,ოცნების,, ომი გინდათ პროპაგანდით გაცეცხლებულმა, უცებ აღმოვაჩინე, რომ ამაზე კარგს ვერაფერს იზამდა ხელისუფლება 20 ივნისს დაგეგმილი აქციის წინ. ვინც არ აპირებდა მიტინგზე წასვლას, იმ ხალხმაც გადაწყვიტა მისვლა და ერთმანეთი რომ ჩახოცეს აქციის ორგანიზატორებმა და პარტიებმა, ისინიც უცებ მოვიდნენ აზრზე. მოკლედ, ანტირუსეთის (რომელიც ამ ქვეყნის უდიდესი უმრავლესობაა) სრული მობილიზაცია მოახდინეს ამ ამაზრზენი, ვითომ
კვლევებით. მე, მაგალითად, ჩემს თავს ვკითხე, ხომ საბოლოოდ დარწმუნდი, რომ. ესენი ყველაფერზე წავლენ, მზად ხარ? ჩემმა თავმა მითხრა ასი პროცენტითო. რას მიქვია შიში! სრულად დაგვამობილიზეს.

ინგა გრიგოლია; სოციალური ქსელი