თურქეთმა შავი ზღვის ფსკერზე მილსადენის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
თურქეთმა შავი ზღვის ფსკერზე მილსადენის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ახალი მილსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება შავ ზღვაში აღმოჩენილი საბადოდან უნდა მოხდეს.
თურქეთი ახალი მილსადენით გაზის მიწოდების დაწყებას მომავალი წლის დასაწყისიდან გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მილსადენი საქარიას საბადოს ჭაბურღილებს შავი ზღვის პირას, ფილიოსის პორტში მშენებარე გაზის გადამამუშავებელ ქარხანასთან დააკავშირებს.
შავ ზღვაში ბუნებრივი აირის უმსხვილესი საბადოს აღმოჩენის შესახებ თურქეთმა 2020 წლის აგვისტოში განაცხადა. შავ ზღვაში თურქეთის სანაპიროდან 150 კილომეტრში მდებარე საბადო 540 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიცავს.
– “2023 წლის პირველ კვარტალში, ჩვენ ყოველდღიურად 10 მილიონი კუბური მეტრ ბუნებრივ აირს მივაწვდით ჩვენს ეროვნულ გადამცემ სისტემას. საქარიას გაზის საბადო წარმოების პიკს 2026 წლიდან მიაღწევს” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ფილოსში გამართულ ღონისძიებაზე.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი ენერგეტიკას განიხილავს, როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს და არა, როგორც დაძაბულობისა და კონფლიქტის სფეროს.
წყარო: accentnews.ge