ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:
“ვინ ჩემი ალუდა ღუდუშაურია კოკა მორგოშია, ხალხო. ტურები, მათ ენაზე რომ ვთქვათ, ,,შაკლები” ხომ იცით, როგორ იქცევიან. სადაც რამდენიმე ადამიანი დაიგულეს 5 ივლისს, მანდ არიან მაგრები. სადაც ბევრი ხალხია, ახლოს ვერ ეკარებიან. გახსოვთ ალბათ ლექსოს მკვლელობის მერე ხალხმრავალი აქციები – ბავშვები, ახალგაზრდები, ასაკოვნები. ყველა რუსთაველზე იდგა. 20-ში ზღვა ხალხი იქნება. კიდევ უფრო მეტი, გაცილებით მეტი. ოჯახები ბავშვებით მოდიან, ბებიები, ბაბუები. აბსოლუტურად მშვიდობიანად ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო ირჩევს ევროპას !”