“დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა – მამუკა ხაზარაძე

“დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა – “ლელო” იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე” – მამუკა ხაზარაძე.

“დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა – “ლელო” იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე” – მამუკა ხაზარაძე

“ლე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე აცხა­დებს, რომ მისი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია 16 ივ­ნი­სის შეკ­რე­ბას შე­უ­ერ­თდე­ბა.

ხა­ზა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვას 16 ივ­ნისს შეკ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე და აცხა­დებს, რომ “დღეს რო­გორც არას­დროს გვჭირ­დე­ბა ერ­თი­ა­ნო­ბა, რო­გორც არას­დროს გვჭირ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა”.

– “ამ დღე­ებ­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის სა­კი­თხი წყდე­ბა, ჩვე­ნი ვა­ლია ვა­ნა­ხოთ ევ­რო­პას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ურ­ყე­ვი არ­ჩე­ვა­ნი, დავ­დგეთ ერ­თად ყო­ველ­გვა­რი პარ­ტი­უ­ლი, ეთ­ნი­კუ­რი თუ რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის მი­უ­ხე­და­ვად.

“ლელო” იქ­ნე­ბა 16-ის აქ­ცი­ა­ზეც და ყვე­ლას მო­უ­წო­დებს, რომ მო­ვიდ­ნენ 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ა­ზეც.

სა­ქარ­თვე­ლო და მისი ინ­ტე­რე­სი უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა!!”,- წერს ხა­ზა­რა­ძე Facebook-ზე.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას შეს­თა­ვა­ზა, 16 ივ­ნისს შე­იკ­რი­ბონ ევ­რო­პის მო­ედ­ნი­დან რი­ყემ­დე, რათა “და­ვი­ნა­ხოთ ერ­თმა­ნე­თი და და­ვა­ნა­ხოთ ევ­რო­პას ჩვე­ნი თავი, ჩვე­ნი ერ­თო­ბა”, ხოლო 20 ივ­ნისს და­გეგ­მი­ლი აქ­ცი­ის “შინ ევ­რო­პის­კენ” მო­ნა­წი­ლე­ებს მი­მარ­თა, “თუ და­ფიქ­რდე­ბი­ან, შე­იძ­ლე­ბა ეს გა­მოს­ვლა გა­და­ი­დოს, რო­მე­ლიც ბევრ საფრ­თხეს უკავ­შირ­დე­ბა”.

წყარო: accentnews.ge