“ევროპელებმა იციან, რომ “ნაცმოძრაობა” არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა, მაგრამ მაინც ლობირებენ მას” – კობახიძე.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპელებმა იციან რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა, მაგრამ მაინც ლობირებენ. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა სამი ტელეკომპანიის – “მთავარი არხის,“ “ფორმულას“ და „”ტვ პირველის“ შესახებ და აღნიშნა, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფინანსდებიან.
“სინამდვილეში, ევროპელებმა იციან ყველაფერი, მათ შორის ისიც, რომ ეს არის არა სამი ოპოზიციური არხი, არამედ „ნაცმოძრაობის კუთვნილი სამი არხი.
ასევე იციან, რომ „ნაცმოძრაობა“ არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა. იციან, რომ „ნაცმოძრაობის“ სათავეში არიან კრიმინალები – სააკაშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები. აქ იმაზე კი არ არის, რომ შორიდან მიეწოდებათ ინფორმაცია, არ იციან და იმიტომ არიან შეცდომაში შესული. ეს ყველაფერი ამ ადამიანებმა იციან, მაგრამ მაინც ლობირებენ რაღაცებს.
სამივე არხთან მიმართებით არსებობს არა მარტო საკუთრებითი ინტერესი, სამივეს პირდაპირ აფინანსებს „ნაციონალური მოძრაობა“ შავი ფულით, ხალხისგან ნაძარცვი, სისხლიანი ფულით. „ფორმულას“ აფინანსებს კეზერაშვილი, „მთავარს“ აფინანსებს „ნაცმოძრაობა,“ მათ შორის ნაყოფია და კეზერაშვილიც ეხმარება პერიოდულად. „ტვ პირველის“ შემთხვევაში წყარო ასევე არის „ნაცმოძრაობა” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო: ambebi.ge