პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე წერს:
,,ვიღუპებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს თუ არ მოგვანიჭებენ!!! დაღუპული და მიწისაგან პირისა აღგვილები არიან ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ისინი ათწლეულებია კანდიდატის სტატუსს ატარებენ და წევრობას ვერ ეღირსნენ.
შევიკრიბოთ და ვაჩვენოთ ევროპას, რომ ევროკავშირის წევრობისათვის საჭირო კანდიდატის სტატუსი ჩვენი ხსნის ერთადერთი გზაა და ამ გზაზე 30 წელია “პრობკაში” ვართ გაჭედილები!
დავდგეთ ერთად- მე, შენ, მაქარაშვილი, ჭიაბერაშვილი( რომელმაც ალალად თქვა, რომ ომი უნდა), დეკანოიძე, რომელმაც საქართველოს რუსეთის იარაღით მომარაგება დააბრალა, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ძირს უთხრის საკუთარი ქვეყნის მთავრობას და გადატრიალებას უპირებს, ავანტიურისტი არესტოვიჩი, ცოტა მოდებილო არახამია, რომელსაც რცხვენია, რომ არის ქართველი, 20-30 ის ქართველი, რომელმაც საქართველოს დროშა უკრაინის ფერებში გადაღება, კასტილიანი, მეგისა, ….
ვაი თქვენ პატრონს…. ისე, რომ შეიკრიბებით, შარვლების ჩახდა და უკანალის ჩვენება არ დაგავიწყდეთ. მაგრად მუშაობს პროტესტის ეგ ფორმა”.