“მესამე მსოფლიო ომი უკვე გამოცხადებულია – ეს უბედურებაა” – რომის პაპი.
მესამე მსოფლიო ომი უკვე აქ არის, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. ინფორმაციას იტალიური გამოცემა „La Stampa“ ავრცელებს.
– “მესამე მსოფლიო ომს ნაწილ-ნაწილ განვიცდით. დღეს ჩემთვის მესამე მსოფლიო ომი უკვე გამოცხადებულია. ეს არის ასპექტი, რომელმაც უნდა დაგვაფიქროს. რა ემართება კაცობრიობას, რომელსაც სამი მსოფლიო ომი ჰქონდა ერთი საუკუნის განმავლობაში? და ეს ცუდია კაცობრიობისთვის, ეს უბედურებაა”, – აღნიშნა კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა.
პონტიფიკოსმა აფრიკის ზოგიერთ ნაწილში, კერძოდ, ნიგერიისა და კონგოს ჩრდილოეთ რეგიონებში არსებულ კონფლიქტებზე მიუთითა, “სადაც ომი ჯერ კიდევ მძვინვარებს და არავის აინტერესებს”.
“მსოფლიო ომშია” – დასძინა პაპმა ფრანცისკემ.
წყარო: accentnews.ge