სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი:
“ბოლო 15 წლის მანძილზე, საქართველოს ყველა პრეზიდენტი დასაბმელი გიჟია, რა ხდება ჯადოაა?
სასწრაფოდ ფსიქიატრიული კლინიკების კარგად გაპიარება გვჭირდება ფრანგულ ენაზე, რომ იქნებ გაიგოს სადაა ამ ქალის ადგილი
…
ეხლა სერიოზულად, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის დანაშაულის შემცველი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, რადგან მის მიერ გაკეთებული აქცენტები არ ჯდება საქართველოს ინტერესებში!
ირაკლი ღარიბაშვილის ყველა შეხვედრა და ამ შეხვედრებზე მისი ნათქვამი ყველა სიტყვა, იყო ქართველი ერის ხასიათის და ამაყი წარსულის გამოხატულება!
უნდა მივაჩვიოთ ევროპელი პარტნიორები, რომ დიახ, ჩვენ ვართ პარტნიორები და არა დე ფანტო ქვეყანა, რომელსაც რეალურად მართავენ ისინი!
თუ ეს დამოკიდებულება საგარეო მიმართულებით შევინარჩუნეთ, შეიძლება იმ წნეხს ცოტათი მაინც დავახწიოთ თავი რა წნეხის ქვეშაც ვართ ყველა საშინაო გადაწყვეტილების მიღებისას!
ისიც არავისთვის არ არის ახალი ამბავი, რომ ნაცების პარპაში მეტწილად ზუსტად მათი ევროპელი თანამოაზრეების “დამსახურებაა”.
ვერ დამაჯერებს ვერავინ, რომ სალომე ზურაბიშვილის რომელიმე ქართველზე მეტად უყვარს საქართველო და ამიტომ მოსწონს ზოგიერთი ევროპელი “პარტნიორის” ერთი ზარით გადაწყვეტილი ნაცების ბოგინი.
…
ბოდიში, მაგრამ პრეზიდენტმა კი არა, მამაჩემი რომ გაცოცხლდეს და მეხვეწოს, ნაცებს არ შევურიგდები!!!
ყველა, ვინც ესე ფიქრობს ოცნება იქნება, სალომე თუ ქსენია, ყველას ერთი ბოლო ექნება, ხალხი გადაუდგება წინ!
…
ვინც მაგის აქციაზე გაიქცევით პარტ დავალებით, იმათაც ესე დაგცინებთ 16 -ში საღამოს
წინასწარ ვამბობ მერე პრეტენზიები რომ არ გქონდეთ.”