“თუ სტატუსს არ მოგვცემენ, მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა კითხვები დასვას” – სოზარ სუბარი

“თუ სტატუსს არ მოგვცემენ, მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა დასვას კითხვა: რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ?!” – სოზარ სუბარი.

თუ ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, ეს არა მხო­ლოდ გა­უ­გე­ბა­რი, არა­მედ არა­სა­მარ­თლი­ა­ნიც იქ­ნე­ბა – მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მარ­თლაც დას­ვას კი­თხვა, რა ვქნათ – დსთ-ში შე­ვი­დეთ იმის­თვის, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ვი­ღოთ რო­გორც ამას მოლ­დო­ვას ჰპირ­დე­ბი­ან, თუ მოლ­დო­ვას მსგავ­სად ნე­იტ­რა­ლუ­რი სტა­ტუ­სი გა­მო­ვა­ცხა­დოთ? – ასე­თი შე­კი­თხვით ეხ­მა­უ­რე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტა­ტი სო­ზარ სუ­ბა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტო­ბის სტა­ტუ­სი შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას მი­ა­ნი­ჭონ, სა­ქარ­თვე­ლო კი – არა.

რო­გორც სუ­ბარ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნამ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვოს და ობი­ექ­ტუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ამას იმ­სა­ხუ­რებს. სუ­ბა­რის შე­ფა­სე­ბით, დად­გე­ნი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვა­ზე გა­ცი­ლე­ბით წინ დგას.

– “ჩვე­ნი ქვეყ­ნის ამო­ცა­ნა არის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა. ეს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში მკა­ფი­ოდ ჩა­ი­წე­რა და ერ­თა­დერ­თი პარ­ტია, ვინ ამ ჩა­ნა­წერს ხმა მის­ცა, არის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­ცხა­დე­ბუ­ლი ჰქონ­და, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის მო­სა­პო­ვებ­ლად 2024 წლის­თვის გა­ვა­კე­თებ­დით გა­ნა­ცხადს, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომმა პრო­ცე­სი და­აჩ­ქა­რა და გა­ნა­ცხა­დი უკ­რა­ი­ნას­თან და მოლ­დო­ვას­თან ერ­თად შე­ვი­ტა­ნეთ. თუ ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ უკ­რა­ი­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის­თვის და ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თვის ძა­ლი­ან დიდი მსხვერ­პლს იხ­დის, დიახ, ვე­თან­ხმე­ბი, ეს არის სი­მარ­თლე და სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა. ეს ფასი სა­ქარ­თვე­ლო­მაც გა­და­ი­ხა­და და დღე­საც ვიხ­დით – ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სამი ომი, ჩვე­ნი გარ­დაც­ვლი­ლი არა­ერ­თი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, ჯა­რის­კა­ცე­ბი, დან­გრე­უ­ლი ქა­ლა­ქე­ბი და სოფ­ლე­ბი. თუ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა გარ­კვე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას და კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას მო­ი­თხოვს, მა­შინ თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბით გა­ცი­ლე­ბით წინ დგას, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა და მოლ­დო­ვა. თუ ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას ომის გა­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლია, რა თქმა უნდა, მხარს და­ვუ­ჭერ­დი, რომ სტა­ტუ­სი უკ­რა­ი­ნამ პირ­ველ რიგ­ში მი­ი­ღოს, თუმ­ცა არ მგო­ნია, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა ომის შე­ჩე­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა იყოს. ხოლო თუ ამის წი­ნა­პი­რო­ბა არ არის, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მორ­ჩე­ვა სწო­რი არ იქ­ნე­ბო­და. მე ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის­გან – უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­გან და მოლ­დო­ვე­ლე­ბის­გან ველი, რომ რო­გორც ჩვენ ვამ­ბობთ, რომ სტა­ტუ­სი სა­მი­ვემ ერ­თად უნდა მი­ვი­ღოთ, მა­თაც იგი­ვე პო­ზი­ცია ჰქონ­დეთ” – გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა.

წყარო: accentnews.ge