აჰა, ბატონებო: რაც ვარაუდით გითხრათ გულბაათ რცხილაძემ, ახლა მაკრონმა ოფიციალურად გამოაცხადა!

ქართველი პოლიტოლოგის, გულბაათ რცხილაძის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთი შეგნებულად არ გადადის რუსეთთან წითელ ზღვარს უკრაინის დახმარებაში, დასტურდება.

კერძოდ, გულბაათ რცხილაძემ 13 ივნისს აღნიშნა:

“როგორც ვხედავთ, ამ საომარმა მოქმედებებმა უკვე მიიღო რეგულირებული ხასიათი, თითქოს, რაღაც მდუმარე შეთანხმება არსებობს უკვე, რომ რუსეთი და დასავლეთი, რაღაც ზღვარს იქით არ გადავიდნენ. მოსკოვი გამოკვეთილად აღარ ბომბავს კიევს. არც თავიდან დაბომბილა სამთავრობო შენობები. ზელენსკის რეზიდენციები და უმაღლესი რადას შენობა აბსოლუტურად ხელუხლებელია, სადაც ცოტა ხნის წინ პოლონეთის პრეზიდენტი გამოვიდა სიტყვით. კიევს და უკრაინის სხვა ქალაქებს გარკვეული გარანტიები აქვთ მიღებული. გარდა ქალაქების შემოგარენში არსებული სამხედრო ობიექტებისა და სარკინიგზო კვანძებისა, საიდანაც იარაღი მოდის. რატომ არ ანგრევს რუსეთი მთელს ინფრასტრუქტურას? რუსეთი ერიდება დასავლეთში ლტოლვილების ტალღის გაზრდას, რაც დასავლეთს ძალიან არ აწყობს და რისიც დასავლეთს ძალიან ეშინია. შესაძლოა ნავთობზე მოჩვენებითი ემბარგო, ამის მიზეზი იყოს, რომ მდუმარე შეთანხმებაა რუსეთსა და დასავლეთს შორის. კერძოდ, რუსეთი არ დაბომბავს კიევს და არ გამოიწვევს ლტოლვილების დიდ ტალღას, ხოლო დასავლეთმა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაში იქონიოს ზღვარი. ასეთი შეთანხმების შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ”.

კიევში, 16 ივნისს კი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებს აქვთ შეთანხმება, არ მიაწოდონ უკრაინას შეიარაღებების გარკვეული ტიპები, კერძოდ, მოიერიშე თვითმფრინავები და ტანკები – “უკრინფორმზე” დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს “რია ნოვოსტი”:

“ნატოს პარტნიორების თითქმის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩვენ უკრაინას ვეხმარებით თავდაცვაში, მაგრამ რუსეთთან ომში არ შევდივართ” – აღნიშნა მაკრონმა და დასძინა, რომ ოფიციალური კიევი ამ ყველაფრის შესახებ ინფორმირებულია.

მართალია, ყოველივე ეს ომის სწრაფ დასრულებას არ ნიშნავს, პირიქით, იგი საკმაოდ მძიმე, მაგრამ შედარებით პროგნოზირებადია – რუსეთის სასარგებლოდ.

 

კონსტანტინე ჩიკვილაძე