ეჭვები ბაიდენის ასაკისა და გამძლეობის შესახებ – თეთრი სახლის კომენტარი

ეჭვები ბაიდენის ასაკისა და გამძლეობის შესახებ – თეთრი სახლის კომენტარი.

ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ასაკი ან გამძლეობა ვერ იქნება პრობლემა მისი ხელახლა არჩევისთვის, ის აპირებს მონაწილეობა მიიღოს მომავალ არჩევნებში, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კარინ ჟან-პიერმა, იუწყება CNN-ი.

მისი თქმით, პრეზიდენტის გამძლეობა ეჭვს არ იწვევს და ეს კითხვა არც უნდა დაისვას.

– “იცით, მე ვერც კი ვეწევი მას. ჩვენ ახლახან დავბრუნდით ნიუ-მექსიკოდან, ახლახან დავბრუნდით კალიფორნიიდან… უბრალოდ შეხედეთ სამუშაოს, რომელსაც ის აკეთებს და ნახეთ, რას აკეთებს, როგორ მუშაობს ამერიკის საზოგადოებისთვის” – განაცხადა ჟან-პიერმა.

ამით მან უარყო ბარაკ ობამას ყოფილი მთავარი სტრატეგის დევიდ აქსელროდის სიტყვები, რომ ბაიდენის ასაკი მისი ხელახლა არჩევისთვის “სერიოზული პრობლემაა”.

– “შემიძლია გითხრათ, რაც პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს: ის 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პრეზიდენტი აპირებს განზრახულის გაკეთებას” – განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა.

ცნობიასთვის! აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ამჟამად მხოლოდ, სულ რაღაც 79 წლისაა.

წყარო: accentnews.ge