მეგობრებო, პირადად მოგმართავთ: დავეხმაროთ ირაკლი კილასონიას, გავაკეთოთ კეთილი საქმე!

იმდენად ბევრია მსგავსი შემთხვევები, იმდენად უხვადაა მოწოდებები ინტერნეტში, ამა თუ იმ გასაჭირში მყოფი ადამიანების დასახმარებლად, რომ მივეჩვიეთ, გულმხურვალედ ვერ ვახდენთ რეაგირებას, არ ვკითხულობთ, ფოტოებს არ ვაკვირდებით, ხანდახან არც გვჯერა, არ ვენდობით…

ფოტოზე: ირაკლი კილასონია (instagram)

 

ყოველ შემთხვევაში, მე ჩემს თავზე ვამბობ…

შესანიშნავმა გოგონამ, წარმოშობით სამეგრელოდან, გამაცნო 33 წლის სენაკელი ირაკლი კილასონიას გასაჭირი. წლების წინ ავტოავარიაში მოჰყვა, მიიღო ძლიერი ტრავმა – ხერხემლის მოტეხილობა, რის შედეგადაც დაკარგა ქვედა კიდურების მგრძნობელობა.

ოჯახში დედა და და ჰყავს, სხვა არავინ. მათი სიყვარულით და ზრუნვით, ირაკლიმ დიდი პროგრესს მიაღწია – სარეაბილიტაციო კურსებზე წყალში ფეხით გაიარა, ნაბიჯები გადადგა. მადლობა სახელმწიფოს – 12 ათასი დოლარით უკვე დააფინანსა. დანარჩენი ხარჯები ოჯახმა შეაგროვა, მაგრამ თურქეთში ძვირადღირებული მკურნალობის ბოლომდე მისაყვანად, მნიშნელოვანი თანხა, დაახლოებით 10 ათასი დოლარი, აკლდება – სად უნდა იშოვოს ჩვეულებრივმა ქართულმა ოჯახმა ასეთი ფული?!

ისევ ჩვენ, თანამემამულეები, ღარიბნი, მდიდარნი თუ “საშუალო ფენის” წარმომადგენლები – უნდა დავეხმაროთ!

ამ მოწოდებას ხელს ვაწერ იმიტომ, რომ როგორც მე მივიღე პიროვნულად ეს ამბავი კონკრეტული ადამიანის მიერ მოწოდებული, ასევე პიროვნულად მინდა, მოგაწოდოთ ყველას, ვინც მიცნობთ. ვინც არ მიცნობთ , მაინც იმედს ვიტოვებ, რომ კითხულობთ ამ სტრიქონებს და სულ მცირედით მაინც შეეწევით ახალგაზრდა კაცს – მადლია!

 

გულბაათ რცხილაძე

P. S. თანხის ჩარიცხვა შეიძლება ირაკლის დასთან. საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები: ლელა კილასონია (LELA KILASONIA), საქართველოს ბანკი, 
GE42BG0000000678167600