სამეგრელოში, ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს. შემთხვევა, სავარაუდოდ მაშინ მოხდა, როდესაც ცენტრთან ახლოს მყოფი ბანკომატის გაქურდვა სცადეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. უწყება ამბობს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
გარეკანი ფოტო: ODISHI TV