“უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანია ყველა ღირებულების ირგვლივ ძლიერი ფარის ასაგებად” – რუმინეთის პრეზიდენტი.
არაჩვეულებრივი დრო მოითხოვს არაჩვეულებრივ სტრატეგიულ და შორსმჭვრეტი პასუხს. მომავალ კვირას, ევროპულ საბჭოში, უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანია ყველა ღირებულების ირგვლივ ძლიერი და გრძელვადიანი ფარის ასაგებად – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან თავის უკრაინელ, ფრანგ, გერმანელ და იტალიელ კოლეგებთან ერთად გამოსვლისას აღნიშნა, რომ „ყოყმანის დრო არ არის“.
“ეს ჩვენს შესაძლებლობებს ეხება, ავაშენოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში. ყოყმანისთვის დრო აღარ რჩება. ჩვენს პარტნიორებს სჭირდებათ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დიდი ხნის მხარდაჭერა, რათა დავეხმაროთ მათ მედეგობის ჩამოყალიბებაში და გაუმკლავდნენ როგორც ჩვეულებრივ, ისე ჰიბრიდულ გამოწვევებს“ – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
– ”ჩვენ ვართ ევროპის ისტორიის გარდამტეხ მომენტში” – დასძინა იოჰანისმა.
წყარო: ambebi.ge