“დასავლეთის ხელმძღვანელები საუბრობენ მოლდოვასა და უკრაინაზე და ჩვენ ამოვვარდით…” – ომბუდსმენი

“დასავლეთის ხელმძღვანელები საუბრობენ მოლდოვასა და უკრაინაზე და ჩვენ ამოვვარდით… ხელისუფლებამ არა თუ რაიმე გააკეთა, დააზიანა ჩვენი შანსები” – ომბუდსმენი.

სა­შიშ­რო­ე­ბა და­ვი­ნა­ხე, რომ მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად, მა­ღალ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პი­რებ­მა სა­ჯა­როდ, და­უ­ფა­რა­ვად და პირ­და­პირ გა­ავ­რცე­ლეს სკეპ­ტი­კუ­რი გზავ­ნი­ლე­ბი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მართ. გვი­თხრეს, რომ შე­საძ­ლოა მმარ­თველ წრე­ებ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს სა­კი­თხი, რომ ქვე­ყა­ნამ სა­ერ­თო­დაც გა­და­ხე­დოს მის მის­წრა­ფე­ბებს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე , – ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, ნინო ლომ­ჯა­რი­ამ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მან ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი კურ­სის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე და გა­ნა­ცხა­და, რომ მსგავ­სი ტი­პის შეკ­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც დღეს პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე გა­ი­მარ­თა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან კონ­კრე­ტუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი მი­ი­ღოს.

რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა აღ­ნიშ­ნა, ბოლო დრო­ინ­დელ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა, რო­მე­ლიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბის­გან ის­მის, ვი­თა­რე­ბა უა­რე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლა.

მისი გან­ცხა­დე­ბით, დღეს უკვე ევ­რო­პულ გზა­ზე, არა უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას­თან ერ­თად, არა­მედ ცალ­კე გან­ვი­ხი­ლე­ბით.

– “ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ერ­თი­ა­ნო­ბის ჩვე­ნე­ბა არა უფრო ევ­რო­პის­თვის, არა­მედ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. ჩემ­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი ტი­პის შეკ­რე­ბე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის გზავ­ნი­ლე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად და უფრო მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას მი­ვა­ნი­ჭებ­დი, რა არის ამ აქ­ცი­ე­ბის მო­თხოვ­ნა, ვიდ­რე ვინ და რო­დის ეძა­ხის მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­საკ­რე­ბად. სა­შიშ­რო­ე­ბა და­ვი­ნა­ხე, რომ მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად, მა­ღალ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პი­რებ­მა სა­ჯა­როდ, და­უ­ფა­რა­ვად და პირ­და­პირ გა­ავ­რცე­ლეს სკეპ­ტი­კუ­რი გზავ­ნი­ლე­ბი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მართ და გვი­თხრეს, რომ შე­საძ­ლოა მმარ­თველ წრე­ებ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს სა­კი­თხი იმის შე­სა­ხებ, რომ ქვე­ყა­ნამ სა­ერ­თო­დაც გა­და­ხე­დოს მის მის­წრა­ფე­ბებს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე.

ეს ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, მო­ვის­მი­ნეთ და­სავ­ლე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა, რომ ისი­ნი სა­უბ­რო­ბენ მოლ­დო­ვა­სა და უკ­რა­ი­ნა­ზე და ჩვენ ამოვ­ვარ­დით ამ ორ ქვე­ყა­ნას­თან ერ­თად ერთ კონ­ტექ­სტში მა­შინ, რო­დე­საც წლე­ბის წინ პი­რი­ქით იყო, სა­ქარ­თვე­ლო იყო მო­წი­ნა­ვე. ეს არის ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გის მომ­ტა­ნი. ჩვენ არ უნდა დავ­რჩეთ ამ “ტრი­ოს“ მიღ­მა, ეს “ტრიო“ არ უნდა და­ი­შა­ლოს და ერ­თნა­ი­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღონ სა­მი­ვე ქვეყ­ნის მი­მართ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ეს უკან დაგ­ვხევს და სა­ხი­ფა­თო ზღვრამ­დე მიგ­ვიყ­ვანს. მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ უკვე დაგ­ვი­ა­ნონ­სა, რომ თუ უარი იქ­ნე­ბა ან ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან ისე­თი მო­თხოვ­ნე­ბი, რაც მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, სა­ერ­თოდ გა­და­ხე­და­ვენ ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბას.

არ ვიცი დარ­ჩე­ნილ დღე­ებ­ში რამე თუ გა­მო­ას­წო­რებს ვი­თა­რე­ბას და ძა­ლი­ან გულ­დას­წყვე­ტია, რომ ის 2-3 თვე, რაც გვქონ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა თუ რა­ი­მე გა­ა­კე­თა, და­ა­ზი­ა­ნა ჩვე­ნი შან­სე­ბი. თუ და­სა­წყის­ში ერ­თად გან­ვი­ხი­ლე­ბო­დით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ბოლო დღე­ებ­ში სა­ერ­თოდ ორი ქვე­ყა­ნა გა­ნი­ხი­ლე­ბა და ჩვენ ცალ­კე ვართ. იმ გან­ცხა­დე­ბებ­მა, რაც ბოლო დღე­ებ­ში გა­კეთ­და, მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან არა­სა­თა­ნა­დო და არა­საკ­მა­რის­მა გა­ბე­დუ­ლე­ბამ გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად, მიგ­ვიყ­ვა­ნა იქამ­დე, რომ დღეს სა­ერ­თოდ ცალ­კე გან­ვი­ხი­ლე­ბით” – გა­ნა­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.

წყარო: ambebi.ge