განახლებული Mazda CX-5 საქართველოშია – რა შეცვალეს იაპონელებმა 2022 წლის მოდელში?

განახლებული Mazda CX-5 საქართველოშია – რა შეცვალეს იაპონელებმა 2022 წლის მოდელში?

– “მაზ­დას“ ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი მო­დე­ლი – გა­ნახ­ლე­ბუ­ლი SUV Mazda CX-5 ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის „მაზ­და ცენ­ტრი თე­გე­ტა­შია“ ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ია­პო­ნურ­მა ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბელ­მა ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მო­დელ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი წელს შე­ი­ტა­ნა. ახალ ავ­ტო­მო­ბილ­ში შეხ­ვდე­ბით რო­გორც ექ­სტე­რი­ე­რი­სა და ინ­ტე­რი­ე­რის ცვლი­ლე­ბებს, ისე გა­ნახ­ლე­ბულ ფუნ­ქცი­ურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს.

„Mazda CX-5 ია­პო­ნუ­რი ბრენ­დის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლია. ამ ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე მიმ­დი­ნა­რე წელს წა­რად­გი­ნეს. „მაზ­და ცენ­ტრი თე­გე­ტამ“ კი ავ­ტო­მო­ბი­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მი უკვე ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვი­საც გა­ხა­და. Mazda CX-5 გა­მორ­ჩე­უ­ლია დი­ზა­ი­ნი­თაც და ტექ­ნი­კუ­რი, ფუნ­ქცი­უ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­თაც. ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი იდე­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტაა რო­გორც ქა­ლა­ქის პი­რო­ბებ­ში, ისე შორ გზა­ზე სა­მოგ­ზა­უ­როდ“ – Tegeta Premium Vehicle დი­რექ­ტო­რი პეტ­რე წა­ქა­ძე.

ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ექ­სტე­რი­ერ­ში ია­პო­ნუ­რი ბრენ­დის დი­ზა­ი­ნე­რებ­მა მსუ­ბუ­ქი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნეს. Mazda CX-5-ის რა­დი­ა­ტო­რის ცხა­უ­რა კი­დევ უფრო და­იხ­ვე­წა, წინა და უკა­ნა გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მა კი – გა­ნახ­ლდა. გა­ი­ზარ­და წინა ბამ­პე­რის საშ­ხე­ფა­რი, ხოლო უკა­ნა ბამ­პე­რის რეფ­ლექ­ტო­რი და­პა­ტა­რავ­და.

Mazda CX-5-ის ინ­ტე­რი­ერ­ში, ცენ­ტრა­ლურ კონ­სოლ­ზე, სმარ­ტფო­ნე­ბის და­სა­მუხ­ტი გან­ყო­ფი­ლე­ბა და­ე­მა­ტა, ბენ­ზი­ნისძრა­ვი­ან და სრუ­ლამძრა­ვი­ან ვერ­სი­ებს კი – სვლის რე­ჟი­მე­ბის გა­დამ­რთვე­ლი. გა­ი­ზარ­და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ბორდკომ­პი­უ­ტე­რის ზომა 10.25 ინ­ჩამ­დე. გა­ნახ­ლე­ბულ მო­დელ­ში შე­იც­ვა­ლა სა­ბარ­გუ­ლი, სა­დაც და­მა­ტე­ბი­თი სა­თავ­სო გაჩ­ნდა.

ავ­ტო­მო­ბი­ლის ინ­ტე­რი­ე­რი ნა­პას ტყავ­სა და მო­შა­ვო-მო­ნაც­რის­ფრო და­ზო­ლილ ჩა­ნარ­თებს მო­ი­ცავს. Mazda CX-5-ში და­მა­ტე­ბუ­ლია „ვა­ირ­ლეს ჩარ­ჯე­რი“. ახალ ავ­ტო­მო­ბილ­ში საგ­რძნობ­ლად შე­იც­ვა­ლა და და­იხ­ვე­წა დის­კის ვი­ზუ­ა­ლი.

ია­პო­ნურ­მა ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბელ­მა ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის დახ­ვე­წა­ზეც იზ­რუ­ნა და მეტი კომ­ფორ­ტის­თვის Mazda-ს გა­ნახ­ლე­ბულ მო­დელ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის ძარა, ხმა­უ­რი­ზო­ლა­ცია და და­კი­დე­ბის სის­ტე­მა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა. CX-5-ის მარ­თვის დროს მის სა­ლონ­ში ახლა კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბი ხმა­უ­რი აღ­წევს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვი­ლე­ლე­ბაა Off-Road ღი­ლა­კი და გაზ­რდი­ლი კლი­რენ­სი, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ უგ­ზო­ო­ბის დროს, მარ­ტი­ვად და ეფექ­ტუ­რად გა­და­ლა­ხოთ ბა­რი­ე­რე­ბი.

ავ­ტო­მო­ბილ­ში გა­უმ­ჯო­ბეს­და ე.წ. სა­ცო­ბის ასის­ტენ­ტი, რომ­ლის ახა­ლი ფუნ­ქცი­ე­ბიც მძღოლს ავ­ტო­ბან­ზე აჩ­ქა­რე­ბა­ში, და­მუხ­რუ­ჭე­ბა­სა და მოხ­ვე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი CX-5-ის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც წინა, ისე სრუ­ლი ამძრა­ვით. ბენ­ზი­ნის ერთი ძრა­ვა 2,0 ლიტ­რი მო­ცუ­ლო­ბის 4-ცი­ლინ­დრი­ა­ნი აგ­რე­გა­ტია 165 ცხე­ნის ძა­ლით, ხოლო მე­ო­რე – 2,5-ლიტ­რი­ა­ნი 194 ცხე­ნის ძა­ლით.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი CX-5-ის შე­ძე­ნა „მაზ­და ცენ­ტრი თე­გე­ტა­შია“ შე­საძ­ლე­ბე­ლი. ავ­ტო­მო­ბი­ლის დე­ტა­ლუ­რად დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დზეც შე­გიძ­ლი­ათ.

– “მაზ­და ცენ­ტრი თე­გე­ტა“ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე 2011 წლი­დან ოპე­რი­რებს. „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია ია­პო­ნუ­რი ბრენ­დის ერ­თა­დერ­თი ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. კომ­პა­ნია ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელს, Mazda-ს ბრენ­დის ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გარ­და, ორი­გი­ნალ ნა­წი­ლებ­სა და სა­გა­რან­ტიო სერ­ვის­საც სთა­ვა­ზობს.

წყარო: accentnews.ge