რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მას ვერაფერი დააკლო – პუტინი

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ შედგა და მათ მას ვერაფერი დააკლო. ამის შესახებ პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას ria.ru ავრცელებს.

„ეს არის სრულიად გიჟური და გაუაზრებელი სანქციები. მათ რაოდენობა და შექმნის სისწრაფე უპრეცედენტოა და ისტორიული პრეცედენტი არ გააჩნია. გათვლა გასაგები – ერთი ხელის მოსმით რუსეთის ეკონიომიკის გასრესა ბიზნეს-ჯაჭვების გახლეჩის და ქვეყნის ბაზრიდან კომპანიების იძულებითი გასვლის გზით“ – განაცხადა პუტინმა. პუტინმა აღნიშნა, რომ ახლა უკვე სრულიად ნათელია, რომ ამან არ იმუშავა.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ეკონომიკური სიტუაციის ნორმალიზებას. მოქალაქეებმა, მეწარმეებმა და ხელისუფლების ორგანოებმა საკმაოდ სინქრონულად იმუშავეს და მაღალი სამოქალაქო სულისკვეთება გამოავლინეს“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, ევროკავშირის პირდაპირი ზარალი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან წელიწადში 400 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი თქმით, დასავლეთის ეკონომიკური ბლიცკრიგი რუსეთის წინააღმდეგ ჩაიშალა.

პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი 1997 წელს დაარსდა და ის ყოველწლიურად ტარდება. 2006 წლიდან მასში რეგულარულად მონაწილეობს რუსეთის პრეზიდენტი.