ვინ არის ქუთაისში მოკლული მამაკაცი, რომელსაც 7 შვილი დარჩა

ქუ­თა­ის­ში მე­ზობ­ლებს შო­რის დავა მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და. 45 წლის გი­ორ­გი ფან­ჩუ­ლი­ძე, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლევ­მა გი­ორ­გი მაღ­ლა­კე­ლი­ძემ მოკ­ლა. შემ­თხვე­ვა ფარ­ნა­ვაზ მე­ფის ქუ­ჩა­ზე გვი­ან ღა­მით მოხ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­მო­დათ გი­ნე­ბის ხმა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გას­რო­ლის ხმაც გა­ი­გო­ნეს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილს ტყვია თავ­ში ქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი, ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მას შვი­დი შვი­ლი დარ­ჩა.

“ჩხუ­ბის ხმა ის­მო­და მთე­ლი დღე, ვამ­ბობ­დით, ვის აგი­ნებს და რო­გორ ით­მე­ნენ­თქო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გას­რო­ლის ხმაც გა­ვი­გო­ნეთ და ვნა­ხეთ, გი­ორ­გი იყო გარ­დაც­ვლი­ლი. სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, თავ­ში ქონ­და ტყვია მოხ­ვედ­რი­ლი და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, შვი­დი შვი­ლი დარ­ჩა, ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი და ასე­თი ტრა­გე­დია მოხ­და. მკვლე­ლი მი­მა­ლუ­ლია, წარ­სულ­შიც ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო”-აცხა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, ჯერ­ჯე­რო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არა­ვი­ნაა.