რუსთავში სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს.
18 ივნისს, რუსთავში სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2004 წელს დაბადებული ლ.ვ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა.
დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკებისას, სამი პირი – 1992 წელს დაბადებული გ.ა., 1988 წელს დაბადებული ლ.შ. და 1994 წელს დაბადებული ლ.ხ. დანის გამოყენებით დაჭრა, შემდეგი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
ინციდენტი რუსთავში, მჭიდროდ დასახლებულ მე-12 მიკრორაიონის ტერიტორიაზე მოხდა. ექიმებმა განაცხადეს, რომ ერთ-ერთ დაჭრილს ბარძაყის არეში ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მისი მდგომარეობა, სხვა ორ დაჭრილთან ერთად, შედარებით სტაბილურია.
თვითმხილველების განცხადებით, ინციდენტი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მომხდარ შელაპარაკებას მოჰყვა.
წყარო: ptn.ge