ლიეტუვის მიერ ტრანზიტის აკრძალვის გამო, ევროკავშირის ელჩს რუსეთში, საგარეო უწყებაში იბარებენ.
რუსეთში ევროკავშირის ელჩს მარკუს ედერერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ ლიეტუვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებს გამო, რომლის თანახმად იკრძალება ტვირთების ნაწილის ტრანპორტირება კალინინგრადის რეგიონიდან ლიეტუვის მიმართულებით. ბიბისის თანახმად, ამის შესახებ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ანტონ ალიხანოვმა.
– “როგორც ვიცი, ევროკავშირის ელჩი რუსეთში მარკუს ედერერი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაბამისი პირობების წარსადგენად” – ციტირებს რია ნოვოსტი ალიხანოვს.
18 ივნისიდან ვილნიუსმა, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაბამისად, ლიეტუვის ტერიტორიის გავლით, კალინინგრადის რეგიონში და უკან, საქონლის ტრანზიტი აკრძალა.
აკრძალვა შეეხება რუსეთსა და კალინინგრადს შორის გადაზიდული სარკინიგზო ტვირთების დაახლოებით 50%-ს, მათ შორის სამშენებლო მასალებს, ბეტონს და ლითონებს.
ალიხანოვის თქმით, ბლოკადასთან დაკავშირებით რუსეთი შესატყვის ზომებს მიიღებს.
– “მოდით რუკას შეხვედოთ. გულწრფელად რომ ვთქვათ, რუსული ტრანზიტის გარეშე, ბალტიისპირეთის პორტების არსებობა დასრულდება. მრავალი საპასუხო ზომების მოფიქრება შეიძლება” – თქვა კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა.
– “რუსეთის მხრიდან მუქარას მიჩვეული, ვილნიუსის ოფიციალურმა პირებმა მოსკოვის გაფრთხილებები უსაფუძვლო მუქარად მიიჩნიეს” – ვითარების კომენტირებისას წერს New York Times-ი.
– “ჩვენ განსაკუთრებით არ გვაწუხებს რუსული საფრთხეები” – თქვა ლაურინას კასციუნასმა, ლიტვის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ. „კრემლს რეაგირების ძალიან ცოტა ვარიანტი აქვს“.
მისი აზრით, რუსეთის მხრიდან სამხედრო პასუხი თითქმის შეუძლებელია, რადგან ლიეტუვა ნატოს წევრი სახელმწიფოა. ეს გარემოება, რომ არა მოსკოვი ალბათ მსგავს შესაძლებლობას განიხილავდა, მიიჩნევს კასჩიუნასი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კი ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია ელჩის გამოძახების შსახებ ინფორმაცია.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კალინინგრადის ოლქში ტვირთების ტრანზიტთან დაკავშირებით ცალმხრივად შეზღუდვები ზომები არ დაწესებულა და ის 2022 წლის 17 ივნისიდან ამოქმედებული ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტს შეესაბამება.
წყარო: radiotavisupleba