მე და ჩემს შვილებს გვარჩენს დედაჩემი. შედით, აიღეთ ინტერვიუ და კითხეთ… – ამის შესახებ სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა „აიპრესი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. ინტერვიუ, 22 ივნისს, ბუდაპეშტის აეროპორტშია ჩაწერილი.
ამონარიდი ინტერვიუდან:
– ბატონო ერეკლე, ბუდაპეშტში რას აკეთებთ?
– არაფერს, ვისვენებ…
– არ მუშაობთ აქ?
– აქ არა…
– კარგით, უნგრეთში არა, საერთოდ სად მუშაობთ?
– მუშაობით არსად ვმუშაობ ახლა…
– არ გიჭირთ ისეთი აქტიური სამსახურის შემდეგ, როგორიც საქართველოში გქონდათ, უმუშევრად ყოფნა?
– არა, არ მიჭირს, ყველაფერს ეჩვევა ადამიანი. პირველი წელი ცოტა რთული იყო, მაგრამ მერე მივეჩვიე. ხშირი სტუმრიანობა მაქვს აქ და არ მიჭირს.
– რითი ცხოვრობთ აქ? ფინანსებს ვგულისხმობ…
– აი, დედაჩემიც აქ არის და კითხეთ მას…
– აბა ვინ მარჩენს?
– თქვენ დედის კმაყოფაზე ხართ?
– კი, მე მარჩენს დედაჩემი.
– თქვენს შვილებსაც?
– კი, მე და ჩემს შვილებს გვარჩენს დედაჩემი. შედით, აიღეთ ინტერვიუ და კითხეთ. სხვათაშორის, დედაჩემი წარმატებული ბიზნესმენი იყო და მას ბევრი ჭორი დაუყარეს. რომ იცოდეთ, მე დედაჩემს ხელი შევუშალე ბიზნესში.
– რომელ ბიზნესში?
– ყველა ბიზნესში შევუშალე ხელი ჩემი მუშაობის პერიოდში, მე რომ ვიყავი მაღალი რანგის თანამდებობის პირი. სულ პრობლემები გვქონდა ამის გამო ოჯახში. სულ მეუბნებოდა, წამოდი, წამოდიო…
– ნანობთ ახლა? არ უნდა შეგეშალათ ხელი?
– არ ვნანობ… ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ხალხის სამსახურში ვიყავი.
– უმუშევარი ყოფილხართ და მიხეილ სააკაშვილმა არ მიგიწვიათ უკრაინაში სამუშაოდ? თქვენი ყოფილი კოლეგებიდან ბევრი დაასაქმა…
– არ წამიყვანაზე არ არის, უბრალოდ მე არ მინდა, ჯერ არ ვარ მზად…
– რა მომზადება გინდათ, საკმაოდ დიდხანს მუშაობდით წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე…
– ასე ადვილი არ არის, პასუხისმგებლობა აიღო და სხვა ქვეყანაში წახვიდე სამუშაოდ.
– რამდენი ხანი უნდა გარჩინოთ ქალბატონმა ლაურამ?
– რა ვიცი, ვნახოთ, დრო გვიჩვენებს.
წყარო: „აიპრესი“