პირველი მატჩი და პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე – წყალბურთის ნაკრებმა ბრაზილია დაამარცხა – ბრაზილია / საქართველო 10:14.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე გახსნითი მატჩი ბრაზილიასთან გამართა და 14:10 გაიმარჯვა.
პირველ ტაიმში ბრაზილიელებმა დეიან სტანოიევიჩის გუნდს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. წინასწარ ფავორიტად მიჩნეულმა ქართველებმა ვერც პირველი მეოთხედის მოგება მოახერხეს და ვერც მეორის. დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ – 5:5.
მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 6:3 მოიგო, ბოლო რაუნდში კი სამხრეთამერიკელებს თამაშის შემოტრიალების საშუალება არ მისცა.
მსოფლიო ჩემპიონატის საწყის ეტაპზე გუნდები ოთხ ჯგუფად არიან გაყოფილნი. პლეიოფში თითო ჯგუფიდან სამ-სამი საუკეთესო გადის. ბრაზილიის დამარცხებით საქართველოს ნაკრებმა მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
წყარო: 1tv.ge