მოსკოვში მოულოდნელად ინფაქრტით, სასწრაფო მანქანაში გარდაიცვალა, 80-იანი წლების დასასრულის, საბჭოთა ახალგაზრდების მუსიკალური კუმირი, ჯგუფ «Ласковый май»-ს ყოფილი სოლისტი იური შატუნოვი.
ამის შესახებ Lente.ru-ს ხუთშაბათს, 23 ივნისს განუცხადა შემსრულებლის დირექტორმა, არკადი კუდრიაშოვმა, ეს ინფორმაცია ასევე დაადასტურა სამედიცინო წრეების ორმა დამოუკიდებელმა წყარომაც.
მომღერლის გარდაცვალების მიზეზი მასიური გულის შეტევა გახდა. ის ღამით სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. შატუნოვი 48 წლის იყო.
იური შატუნოვი დაიბადა ბაშკირეთის ასსრ-ში 1973 წელს. მისი მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ის სამი წლის იყო, ხოლო 11 წლის ასაკში მას დედა გარდაეცვალა. მომავალმა ვარსკვლავმა თინეიჯერობის წლები გაატარა ბავშვთა სახლში, სადაც შეხვდა სერგეი კუზნეცოვს, სამოყვარულო წრის ხელმძღვანელს – ზუსტად იმ მომენტიდან დაიწყო “ლასკოვი მაის” ჯგუფის ისტორიაც.
წყარო: Lenta.Ru