მარიუპოლის შემდეგ სევეროდონეცკი ნებდება – “უნდა გამოვიყვანოთ ბიჭები, მათ უკვე მიიღეს ბრძანება ახალ პოზიციებზე უკან დახევის შესახებ“

უკრაინელ სამხედროებს სევეროდონეცკის დატოვება მოუწევთ, – ამის შესახებ ტელეკომპანია ДОМ-ის ეთერში ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგი გაიდაიმ განაცხადა.

„უნდა გამოვიყვანოთ ბიჭები. ჩვენს ბიჭებს არავინ მიატოვებს. არავინ დაუშვებს მათ ალყაში მოქცევას“, – აღნიშნა გაიდაიმ.

მისი თქმით, ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. თუმცა გაიდაის ლაპარაკის გარეშეც ცნობილია, რომ უკრაინელები სევეროდონეცკიდან გაიქცნენ.

“მათ უკვე მიიღეს ბრძანება ახალ პოზიციებზე, ახალ გამაგრებულ ტერიტორიებზე უკან დახევის შესახებ. იქიდან უკვე ნორმალური და სრულფასოვანია სამხედრო ოპერაციების ჩატარება და შესაბამისად, მტრისთვის ზიანის მიყენება”, – განაცხადა გაიდაიმ.

ე. წ. გუბერნატორის თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურა მთლიანად დანგრეულია, სახლების 90% დაზიანებულია ან დანგრეულია.