სალომე სამადაშვილი – “ბავშვობაში ბალერინობაზე ვოცნებობდი” …

სალომე სამადაშვილი – ბავშვობაში ბალერინობაზე ვოცნებობდი, სასწავლებელში თქვეს, პერსპექტიული გოგონააო, დაკვირვების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ჩემგან ბალერინა ვერ დადგებოდა, უკრაინასა და მოლდოვას გუშინ უთხრეს, რომ მათგან ბალერინა გამოვა.

ივანიშვილს და რუსეთს არ მოვაპარინებთ ჩვენი მრავალი თაობის ოცნებას – ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

სამადაშვილი ხსნის, რა განსხვავებაა უკრაინისა და მოლდოვის „კანდიდატობასა“ და საქართველოს „პერსპექტივას“ შორის.

– “მარტივად და გასაგებად ავხსნი, რა განსხვავებაა უკრაინის და მოლდოვის „კანდიდატობას“ და ჩვენს „პერსპექტივას“ შორის.

ბავშვობაში ბალერინობაზე ვოცნებობდი-ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შემხედეს და „პერსპექტიული გოგონააო“ თქვეს. მიმიღეს მოსამზადებელ კურსზე-შეგხედავთ, წლის ბოლოს გამოცდას ჩააბარებ და მერე გეტყვით, გამოვა შენგან ბალერინა თუ ვერო. ერთ წლიანი დაკვირვების შემდეგ კი, გადაწყვიტეს, რომ ჩემგან ბალერინა ვერ დადგებოდა.

ასე დასრულდა ჩემი ბავშვობის ოცნება.

უკრაინას და მოლდოვას გუშინ უკვე უთხრეს, რომ მათგან ბალერინა გამოვა. პირობების შესრულების შემდეგ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

ჩვენ გვითხრეს, რომ „პერსპექტივა“ გვაქვს. ექვს თვეში თუ ვაჩვენებთ, რომ ივანიშვილის პრივატიზირებული არაა ჩვენი სახელმწიფო, შესაძლოა გადაწყვიტონ, რომ ჩვენც შეიძლება გავხდეთ ევროკავშირის წევრი. გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ჩვენთან არ იწყებენ.

ივანიშვილს და რუსეთს არ მოვაპარინებთ ჩვენი მრავალი თაობის ოცნებას.

P.S. ვისაც რუსეთის და ოცნების პროპაგანდის სჯერა, რომ ომში ჩართვას ითხოვდა ვინმე – მოლდოვაში არაა ომი, ნუ გამოაშტერებინებთ თავს ცრუპენტელების მთავრობას” – წერს ოპოზიციონერი დეპუტატი „ფეისბუქში“.

https://www.facebook.com/salome.samadashvili.1/posts/10160334459929680

წყარო: accentnews.ge