სალომე ზურაბიშვილი – ისტორიული დღეა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია, მზად ვართ, ვიმუშაოთ შემართებით მომდევნო თვეებში, რათა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს.
ისტორიული დღეა. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.
„ახლა ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ შემართებით მომდევნო თვეებში, რათა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს” – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
A historic day. Georgia’s European perspective is recognized. Now, we’re ready to work with determination over the next months to reach the candidate status. https://t.co/aICUnFByBr
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) June 23, 2022
წყარო: 1tv.ge