ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მას უფრო სასიკვდილოს გახდის.
გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არ შეაჩერებს იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ეს პროცედურა და „ეს მას უფრო სასიკვდილოს ხდის“.
„როიტერის“ ცნობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი გამოეხმაურა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ იმ კანონის გაუქმებას, რომლითაც აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე იყო დაცული.
– “სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები არის არჩევანის, გაძლიერებისა და თანასწორობის საფუძველი მსოფლიოს ქალებისა და გოგონებისთვის. აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ხელს არ შეუშლის ადამიანებს ამ პროცესის ძიებაში, ეს მხოლოდ უფრო მომაკვდინებელს ხდის მას” – აღნიშნა გუტერეშის წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
წყარო: ptn.ge