ეს სამწუხარო დღეა სასამართლოსა და ქვეყნისთვის – ბაიდენი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე.
ეს სამწუხარო დღეა სასამართლოსა და ქვეყნისთვის – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა.
– “ეს არის უკიდურესი იდეოლოგიის განხორციელება და ჩემი აზრით, უზენაესი სასამართლოს ტრაგიკული შეცდომა” – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
– “დღეს სასამართლომ გააკეთა ის, რაც აქამდე არასდროს გაუკეთებია – პირდაპირ წაართვა ქალებს კონსტიტუციური უფლება, რომელიც ფუნდამენტურია ამდენი ამერიკელისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებას რეალური და დაუყოვნებლივი შედეგები მოჰყვება” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში მოქმედებდა.
საქმეზე Roe v Wade აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ქალებს მიანიჭა აბორტის აბსოლუტური უფლება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და შეზღუდული უფლება ორსულობის მეორე ტრიმესტრში.
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შტატები თავად გადაწყვეტენ აბორტის საკითხს.
წყარო: newposts.ge