მარნეულის სათემო რადიოს ცნობით, მარნეულში 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივნის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
„მეხუთე სართულის აივანი ჩამოიშალა, რასაც ასევე მოჰყვა მეოთხე სართულის აივნის ნგრევა“, – წერს გამოცემა.
რადიო „მარნეულის“ ცნობითვე, დაშავებულია ორი ადამიანი.
„ნეტგაზეთი“ შსს-სგან ელის დამატებით ინფორმაციას.