1997 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყებიდან ზუსტად ხუთი წლის თავზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი ჩაფრინდა სოხუმში და იქიდან, თავისი თვითმფრინავით, აფხაზეთის პოლიტიკური ელიტა – პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა, პრემიერი ანრი ჯერგენია და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა თბილისში, საქართველოს ხელისუფლებასთან შესახვედრად ჩამოიყვანა. შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრები, ხელი მოეწერა ერთობლივ მემორანდუმს. გაჩნდა დასაბუთებული იმედი იმისა, რომ აფხაზეთის პრობლემა მოგვარდება დიალოგის გზით, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, რუსეთის შუამავლობით – საქართველოს სასარგებლოდ (აფხაზთა კანონიერი ინტერესების დაცვით). რა ფონზე შედგა ეს მოლაპარაკებები და როგორ განვითარდა მოვლენები შემდგომ, რა როლი აქვს დსთ-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაში და სხვ. – ამ თემებზე ჟურნალისტ ზაზა დავითაიასთან საუბრობს პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე (ტვ “ალტ ინფო”, გადაცემა “განსხვავებული აზრი”, 26 ივნისი, 2022 წ.).