რუსული წყაროების ცნობით, ლუგანსკში განადგურებულია რამდენიმე ქართველი მებრძოლი, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფ. წევრი

“უკრაინაში რუსი სამხედროების სასტიკ მკვლელობაში მონაწილე ქართველი დაქირავებულები გაანადგურეს”, – რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება სააგენტო “რია ნოვოსტი”.

ფოტოზე: თ. ხიზანიშვილი

 

იმავე წყაროს მოხმობით, სააგენტო აღნიშნავს, რომ რუსულმა ქვედანაყოფებმა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან სამი კილომეტრის მანძილზე ბრძოლების დროს  ორი დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის ლიკვიდაცია მოახდინეს, რომელიც სულ 14 უცხოელისაგან იყო შემდგარი.

თავდაცვის სამინისტროში ხაზგასმით ამბობენ, რომ ეს არის ბანდიტური ფორმირება, რომლის რიგებში ძირითადად კრიმინალები იბრძვიან.

“განადგურებული ბოევიკები მონაწილეობდნენ ამ წლის მარტში კიევის მახლობლად რუსი სამხედროების სასტიკ წამებასა და მკვლელობაში” – ამტკიცებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

ოფიციალურ განცხადებაში განმარტებულია, რომ “რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქვს ინფორმაცია ყველა დაქირავებული პირის შესახებ, რომელიც მონაწილეობდა ჩვენი სამხედროების შეურაცხყოფასა და მკვლელობაში. ჩვენ ისინი აღმოვაჩინეთ და დავსაჯეთ”.

ინფორმაციის დამადასტურებელი ვიდეო ან ფოტომასალა ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა ქართველი რატი ბურდულის მიერ დაარსებულმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ Marksman სოცქსელებში დაადასტურა თავიანთი ლიდერის, ამავე ბურდულის დაჭრა თავის, სახის, თვალის, ფეხისა და ხელის არეში. მას დიდი ხნის რეაბილიტაცია დასჭირდება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სურათზე: რ. ბურდული

 

სამაგიეროდ, რუსული წყაროების ცნობით, განადგურებულია თეიმურაზ ხიზანიშვილი – ხმელნისკის ოლქის მცხოვრები ქართველი (მეუღლე უკრაინელი), მ. სააკაშვილის ერთ-ერთი პირადი მცველი. ხიზანიშვილი თან ახლდა ექს-პრეზიდენტს პოლონეთიდან უკრაინაში საზღვრის გადაკვეთისას.

ფოტოზე: თ. ხიზანიშვილი, სააკაშვილის ხელმარცხნივ.

 

ხიზანიშვილი რუსების სამიზნე გახდა, რადგან მიიჩნევა, რომ მას რუსი სამხედრო ტყვეების წამებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ერთ ეპიზოდში, როცა სისხლით მორწყული რუსი სამხედროები უკრაინელებმა დახვრიტეს, ხიზანიშვილი იქ იყო (იხილეთ ვიდეო ქვემოთ, გაფრთხილებთ – სისხლიანი კადრებია! +18!):