“მის ტვინს აღიარებს მთავარი მტერიც კი” – როგორ ულოცავს ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამიას დაბადების დღეს.
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამიას დაბადების დღეს უცოცავს და სოცქსელში წერს:
– დღეს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა. დღეს, ყველაზე თავისუფალი პატიმრის დაბადების დღეა. დღეს, გიჟი იდეალისტის, დაუღალავი, მებრძოლი ბიჭის დაბადების დღეა და რაც არ უნდა ეპატაჟური ყოფილიყო ის, რაც არ უნდა ზედმეტად ემოციურად გამოეხატა საკუთარი შეფასებები, ნიკა გვარამიას ამბავი არის ფენომენალურად ნიჭიერ, ინტელექტუალ კაცზე, რომლის ტვინსაც აღიარებს მთავარი მტერიც კი (ამიტომაც ზის ის იქ) ვინც იცნობთ და არ იცნობთ, ყოველთვის გქონდეთ მისი იმედი, ბოლომდე იბრძოლებს თქვენი კარგად ყოფნისთვის. ნიკა, მიყვარხარ”.
წყარო: ptn.ge